მხარდაჭერა
ნებისმიერ კარგ წამოწყებას კარგი მხარდაჭერა უნდა. სპეციალისტობა არ სჭირდება იმის დანახვას, რომ "დროების" ვებ-გვერდები ნაჯახითაა გამოთლილი. ჩვენი დღევანდელი შესაძლებლობებით ეს შევძელით.
ხომ თვლით რომ საინტერესო და საჭირო წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი? მაშინ ნუ დააყოვნებთ და დაუდექით მას მხარში რითაც შეგიძლიათ: ცოდნით, ინტელექტით, ტექნიკური აღჭურვილობით, ფინანსებით.
მაგალითად:
ჩვენ ხელთა გვაქვს 1990-91 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ამსახველი 50 საათამდე უნიკალური ვიდეო მასალა, ის რომ ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, საჭიროა ციფრულ ფორმატში გადატანა და მონტაჟი. ამისათვის საჭირო ტექნიკური და სპეციალისტის ხარჯი შეადგენს 5000 ლარს.
იმისათვის რომ საკორესპონდენტო მუშაობა გავშალოთ, გვესაჭიროება კომპიუტერები, აუდიო, ვიდეო და ფოტო ტექნიკა.
იმისათვის რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიებები ვაწარმოოთ, მოვიძიოთ და შევისწავლოთ საოჯახო არქივები, საჭიროა შესაბამისი სახსრები და სხვა.
ამასთანავე, იმის დასამტკიცებლად, რომ "დროება" რეალურად საზოგადოებრივი საკრებულოა, მზად ვართ მთელი რიგი მიმართულებების, თემების, რუბრიკების, საიტების მართვა მივანდოთ დაინტერესებულ შესაბამისი კვალიფიკაციის პირებს, რომელთაც ენდომებათ თავისი წვლილის შეტანა საქვეყნო საქმეში. განსაკუთრებით მივესალმებით ახალგაზრდების აქტივობას.
თხოვნა გვაქვს მასმედიის საშუალებებთან, ვებ-გვერდების, ბლოგების, სოციალური ქსელების და სხვა საშუალებების მესვეურებთან და მონაწილეებთან, გაავრცელონ ინფორმაცია საზოგადოებრივ-საკრებული "დროების" შესახებ.
"ალალი გულით მიძღვნილი, მცირედიც შაიწირების..." ველით გამოხმაურებას.