თანამშრომლობა
საქართველოს ინტერნეტიზაციის დღევანდელი დონით უკვე შესაძლებელია საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაერთოს ვირტუალურ ურთიერთობებში, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ასევე ხელმისაწვდომია ინტერნეტი უცხოეთში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეთა გარკვეული ნაწილისათვის, ამიტომ იმედია საზოგადოებრივ საკრებულო "დროების" საქმიანობაში ჩვენს თანამემამულეთა უმრავლესობა იმ დოზით იქნება მონაწილე, რომ არც ინფორმაციის სიმწირეს ვუჩიოდეთ და გადამწყვეტი სიტყვაც ითქვას საჭიროების შემთხვევაში.
თანამშრომლობის ბევრი ფორმა არსებობს:
საქართველოს ინტერნეტიზაციის დღევანდელი დონით უკვე შესაძლებელია საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაერთოს ვირტუალურ ურთიერთობებში, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ასევე ხელმისაწვდომია ინტერნეტი უცხოეთში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეთა გარკვეული ნაწილისათვის, ამიტომ იმედია საზოგადოებრივ საკრებულო "დროების" საქმიანობაში ჩვენს თანამემამულეთა უმრავლესობა იმ დოზით იქნება მონაწილე, რომ არც ინფორმაციის სიმწირეს ვუჩიოდეთ და გადამწყვეტი სიტყვაც ითქვას საჭიროების შემთხვევაში.
თანამშრომლობის ბევრი ფორმა არსებობს:
უპირველეს ყოვლისა მოქალაქეებს შეუძლიათ მათ ხელთ არსებული საინტერესო ინფორმაცია, დოკუმენტები, თავად განათავსონ შესაბამის განყოფილებებში ან მოგვაწოდონ ნებისმიერი მათთვის მოხერხებული ფორმით. ვისაც გააჩნია საინტერესო მოგონება, დოკუმენტები, ფოტო, აუდიო, ვიდეო მასალები, მაგრამ ტექნიკურად ვერ ახერხებს გამოგზავნას, შეუძლიათ ჩვენთან დაკავშირება და თვითონ გადავჭრით ამ პრობლემას;
ძალიან ბევრი საინტერესო მასალაა გაბნეული მასმედიის სხვადასხვა საშუალებებში. ჟურნალისტებს, პრესის, რადიოსა და ტელეკომპანიების მესვეურებს ვთხოვთ მათ მიერ გამოქვეყნებული თუ გამოუქვეყნებელი თემატური მასალები "დროების" საშუალებითაც გახადონ ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისათვის. მეცნიერებს, სპეციალისტებს, ექსპერტებს, მოქალაქეებს ვთხოვთ ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე გამოთქმული მოსაზრებები დაუკავშირონ "დროების" შესაბამის თემებს, გაშალონ განსახილველ საკითხთა სპექტრი, აქტიურად ჩაებან საზოგადოებრივი საკრებულოს საქმიანობაში. ახალგაზრდა სპეციალისტებს, სტუდენტებს, მოზარდებს ვთხოვთ გააცნობიეროთ, რომ "დროების" იდეის დაბადება თქვენს მომავალზე ფიქრმა განაპირობა და თქვენც აიღეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა დღევანდელობასა თუ ხვალინდელ დღეზე, თქვენი ახალგაზრდული ენერგია წარმართეთ უკეთესი მომავლის მშენებლობისაკენ. "დროება" თქვენთვის არა მარტო ინფორმაციისა და გამოცდილების წყაროა, არამედ ასპარეზიცაა... უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს მოვუწოდებთ აქტიური თანამშრომლობისაკენ, რათა მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ მათი ცხოვრება და საქმიანობა უცხო ქვეყანაში. ავღნიშნოთ მათი წარმატებები, ასევე დაუფარავად და შეულამაზებლად ის მძიმე მდგომარეობა, ის ტკივილი, დამცირება და განცდები, რაც ჩვენს თანამემალუთა უმრავლესობას თან სდევს უცხოეთში. |
პოლიტიკურ პარტიებსა და მოძრაობებს შეუძლიათ მაქსიმალურად წარმოაჩინონ თავიანთი საქმიანობა და გააცნონ ფართო საზოგადოებას. "დროების" ტრიბუნა გამოიყენონ თავიანთი იდეებისა და პროგრამების პოპულარიზებისათვის.
არასამთავრობო სექტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ ფართო საზოგადოებისათვის ბევრი მათგანის საქმიანობა უცნობია. სასურველია, თუ "დროების" სივრცეში განთავსდება ინფორმაცია არასამთავრობო სექტორის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ, გაუზიარონ გამოცდილება სხვებს. ხელისუფლებას ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. მათზე თავის არიდებას საზოგადოება აღიქვამს როგორც უპასუხისმგებლობას თავისი ამომრჩევლებისადმი, როგორც ქვეყნისა და თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას, როგორც ეროვნული ინტერესების ღალატს. ამიტომ ვთხოვთ ხელისუფალთ, ნუ მისცემთ ხალხს უნდობლობის გამოცხადების საბაბს. "დროება" შეეცდება მაქსიმალურად წარმოაჩინოს ის ქველმოქმედება, რომელსაც საქართველოში ეწევიან ცალკეული პიროვნებები, ფონდები, დონორი ორგანიზაციები, უცხოეთის საელჩოები, საერთაშორისო განვითარების სტრუქტურები, კომერციული დაწესებულებები და სხვა. ეს საჭიროა როგორც მადლიერების გამოსახატად, ისე სამაგალითოდ და სტიმულის მისაცემად მომავალი ქველმოქმედებებისათვის. "დროების" საშუალებით გვსურს ცნობადი და ხელმისაწვდომი გავხადოთ ის სერვისები, უპირატესად უფასო, რაც ჩვენს მოქალაქეებს რაიმე სახით წაადგებათ. ამიტომ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ასეთ მომსახურებას ეწევიან, ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ, რომ მათ შესახებ ჩვენც გავავრცელოთ ინფორმაცია. ველით საზოგადოებრივ ინიციატივებს ახალ-ახალი თემების, რუბრიკების, განყოფილებების გასახსნელად. ნებისმიერი დაინტერესებულ პირსა და ორგანიზაციას გზა ხსნილი აქვს "დროების" ფარგლებში პროექტების განსახორციელებლად, ოღონდ კი ამით თუნდაც სულ მცირედით ვინმეს შვება მიეცეს. |
შენიშვნა: ცალკეული მასალები, კერძოდ ფოტოსურათების ნაწილი ამოღებულია ინტერნეტიდან. თუ ვინმეს რომელიმე ფოტოზე საავტორო უფლება გააჩნია, მზად ვართ სათანადო მითითება გავაკეთოთ.